LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპაში მალე წმინდა ომები დაიწყება!” – თურქი მინისტრის სკანდალური განცხადება

66

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპაში მალე „წმინდა ომები დაიწყება“, იმის მიუხედავად, რომ ჰოლანდიაში ულტრამემარჯვენე ლიდერი, გერტ ვილდერსი არჩევნებში დამარცხდა.

მევლუთ ჩავუშოღლუ ჰოლანდიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ რიკეს „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სახალხო პარტიის“(VVD)  გამარჯვებას არ მიესალმება.

„ნიდერლანდებში არჩევნები დასრულდა. თუ გადახედავთ ბევრ პარტიას, განსხვავებას ვერ ნახავთ სოციალ-დემოკრატებსა და ფაშისტ ვილდერსს შორის,“ – განაცხადა გამოცემასთან Hurriyet.

ჩავუშოღლუს თქმით, „მათ ყველას ერთნაირი მენტალიტეტი აქვთ“.

„საით მიგყავთ ევროპა? მალე კოლაფსი დაიწყება, ევროპას უფსკრულისკენ მიათრევთ. სულ მალე ევროპაში წმინდა ომები დაიწყება,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები