LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ქართულ მეორად ავეჯს იყენებენ

400

ქართული მეორადი ავეჯი ექსპორტზე ევროპაში გავიდა. ავეჯს კომპანია ”მადერა ჯორჯია” ამზადებს, რომელიც შესაბამის ქარხანას ქუთაისში ფლობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა ბესიკ მატკავამ განუცხადა, ევროპულ ქვეყნებში მეორად ავეჯზე მოთხოვნა დიდია.

”ევროპულ მხარესთან 2004 წლიდან ვთანამშრომლობთ. ქართულ მეორად ხის ავეჯზე იქ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და რეალიზაციაც არ ჭირს. ამ ეტაპზე 3 ევროპულ ქვეყანაში გავიტანეთ ჩვენი პროდუქცია. ”მადერა ჯორჯიას” მეორადი ავეჯი ადგილობრივი ბაზრისთვისაც მზადდება, თუმცა მცირე რაოდენობით”, – აღნიშნა მატკავამ. მისი თქმით, საქართველოში მეორადი ავეჯის წარმოება და რეალიზაცია ახალი ხილია და ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს აქ ეს ბიზნესი.

”მსოფლიოში საუბარი მიდის ბუნების გადარჩენაზე. ეს პროდუქტი, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ბუნების გადარჩენის ერთ-ერთი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ იმ რესურსს, რომელიც ადამიანმა ერთხელ უკვე გამოიყენაა, ანუ ახალ ხეს არ ვჭრით. ჩვენი პროდუქცია ექსპლუატაციაში ნამყოფი ძველი, ნებისმიერი ხისგან მზადდება. ხის შენობებს, რომლებიც ექსპლუატაციისთვის უვარგისია, ვშლით და ავეჯს ვაკეთებთ”, – განმარტა კომპანიის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ”მადერა ჯორჯიას” საწარმო პირველია, სადაც მეორადი ხისგან ავეჯსა (მაგიდები, კარები, იატაკი) და დეკორაციებს ამზადებენ.

ცნობისთვის, შპს “მადერა ჯორჯია” 2004 წლის მარტში ქუთაისში დაარსდა. კომპანიის ავეჯის მწარმოებელ ქარხანაში ამ ეტაპზე 25 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები