LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ქართველების მეტოქეები ცნობილია

43

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობაც გამოირკვა.

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედიას” მეტოქე აზერბაიჯანული “ყარაბაღი” იქნება.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კი “ჩიხურა” ავსტრიულ “ალტახს” დაუპირისპირდება, ბათუმის “დინამო” პოლონურ “იაგელონიას”, ხოლო “ტორპედო” სლოვაკურ “ტრენჩინს” შეხვდება.

წილისყრა შედეგად ასევე გაირკვა თუ ვინ იქნებიან გამარჯვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე ქართველი კლუბების მოწინააღმდეგეები.

იაგელონია/ბათუმის დინამო – გაბალა (აზერბაიჯანი)

ჩიხურა/ალტახი – ბრესტის დინამო (ბელარუსი)

ტრენჩინი/ტორპედო – ბნეი იეჰუდა თელ-ავივი (ისრაელი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები