LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპაში ყველა ნაბიჯზე ქართველობას გვართმევენ”

60

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ვენაში, სავალუტო ფონდის სემინარის შესახებ წერს.

გოცირიძის თქმით, სასტუმროში ყველა ქოლგა წითელი ფერისაა – სავარაუდოდ, გენდერული ნეიტრალობის გამო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხუმრობს, რომ “ქართველი მარშელი” ამ სასტუმროში რომ მოხვდეს და თავსხმა წვიმაში მოუწიოს გარეთ გასვლა, ქართველობას დაკარგავს.

“ევროპაში ყველა ნაბიჯზე ქართველობას გვართმევენ.

ვენაში ვართ რამდენიმე დეპუტატი სავალუტო ფონდის ორდღიან სემინარზე, რომელშიაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებიც მონაწილეობენ. თავსხმა წვიმაა. ფეხით უნდა გავიაროთ ხუთიოდე წუთი იმ ოფისამდე, სადაც სემინარი იმართება. გვინდა სასტუმროში ქოლგები ავიღოთ და რას ვხედავთ-ყველა ქოლგა წითელი ფერისაა. გენდერულ ნეიტრალობას აწვებიან ალბათ.

ძალიან მიუხვედრელი ხალხია ეს ევროპელები. აბა წარმოვიდგინოთ, ვაჟკაცი ქართველი მარშელი რომ გაჩერდეს ამ სასტუმროში და ამ თავსხმაში გარეთ გასვლა მოუწიოს. ქოლგა დაიჭიროს ხელში და ისიც წითელი? ხომ დაკარგა ქართველობა?

სხვებმა იდარდონ, თორემ მე ყოველთვის მომზადბული ვხვდები მსგავს სიურპრიზებს. ქურთუკი მაქვს კაპიუშონიანი. თბილისში მიტინგებისას მადგება და ევროპაში ღირსების დასაცავად”, – წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები