LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე მაგარი გოლი მანჯუკიჩმა გაიტანა (ვიდეო)

46

უეფამ 2016/17 წლების ევროსეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გამოავლინა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმათა უმრავლესობა მარიო მანჯუკიჩის გოლმა დააგროვა, რომელიც ხორვატმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 27-ე წუთზე მადრიდის ”რეალს” გაუტანა.

მანჯუკიჩმა ხმების 26 % დააგროვა და მხოლოდ ერთი პროცენტით აჯობა ”ფენერბახჩეს” შემტევს მუსა სოუს, რომლის გოლმაც ”მანჩესტერის” კარში ხმების 25% მიიღო.

მესამე ადგილი კაზემიროს გოლს ერგო, რომელიც ბრაზილიელმა ”ნაპოლის” გაუტანა.

 

https://www.youtube.com/watch?v=gpxr3j50Xeg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები