LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპიდან დეპორტირებული მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით,გარკვეულ შემთხვევაში, მაინც ისარგებლებენ

120

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებულები არიან ევროკავშირის ქვეყნებიდან, უვიზო მიმოსვლით, გარკვეულ შემთხვევაში, მაინც ისარგებლებენ, ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის კითხვაზე, ისარგებლებენ თუ არა უვიზო რეჟიმით რეადმისირებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები, დოლიძემ განაცხადა :

”გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუკი მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა თუკი ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის ვადას გადააცილა 10-15 წლის წინ და გაუკეთეს დეპორტაცია, შესაძლოა ისარგებლოს. დოგმატური აღარ არის. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები