LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 10 ყველაზე არატურისტული ულამაზესი ქალაქი

684

თუკი მოგზაურობა გიყვართ და თან ხალხმრავლობაც დიდად არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს სია სწორედ თქვენთვისაა. პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია თუ შოტლანდია – ამ ქვეყნებს ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლიათ ვიდრე დიდი, ტურისტებით გადაჭედილი ქალაქებია. მოემზადეთ ნამდვილი ხელშეუხებელი ზღაპრისთვის, რომლის ნახვასაც არასდროს ინანებთ.

ავეირო, პორტუგალია

ატლანტის ყურესთან ჩახუტებული ავეირო ულამაზესი არხებისა და თვალისმომჭრელი არქიტექტურის ქალაქია. ავეიროს ხშირად „პორტუგალიის ვენეციასაც“ კი უწოდებენ, რაც ფოტოგენური ხიდების, ღია ფერის გონდოლებისა და სწრაფი ნავების დამსახურებაა.

ლაკოსტი, საფრანგეთი

საფრანგეთის სამხრეთში, პროვანსის რეგიონში ჩამალული მშვენება ვიზიტორებს ღვინითა და ყველით აოცებს. შუა საუკუნეების არქიტექტურა კი ქალაქის სტუმრებს წარსულში მოგზაურობის განცდას უქმნის.

ბერგენი, ნორვეგია

საუკუნებიის წინ დაარსებული ულამაზესი ბერგენი 7 მთას შორისაა განთავსებული და მისი ნაწილი პირდაპირ წყალზეა გაშენებული. მე-15 საუკუნის ფერა-ფერადი სახლები უემოციოდ არავის ტოვებს.

ლა კორუნია, ესპანეთი

თუკი გსურთ, რომ ესპანეთის დიდი ქალაქების – მადრიდისა და ბარსელონას გარდა სხვა რამეც ნახოთ, მაშინ ამ პატარა და ძალიან ლამაზ დასახლებას უნდა ეწვიოთ. მაშინ, როცა ლა-კორუნიას ბევრი ტურისტი გვერდს უვლის, ქალაქში მდიდრული ისტორიის, აქტიური ღამის ცხოვრებისა და თვალწარმტაცი სანაპიროების პოვნაა შესაძლებელი.

არანი, შოტლანდია

„მინიატურულ შოტლანდიად“ წოდებული არანი მართლაც ძალიან პატარაა, თუმცა მის ტერიტორიაზე აბსოლუტურად ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. ქვიშიანი სანაპიროები, ტყეები, მთები, სასახლეები, მეთევზეთა სოფლები და საოცრად სტუმართმოყვარე ადგილობრივები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრის რისი ნახვაც ულამაზეს კუნძულზეა შესაძლებელი.

პოისდორფი, ავსტრია

ჩეხეთისა და ავსტრიის საზღვარზე მდებარე მშვიდი ქალაქი მთლიანად ვენახებითაა დაფარული და ის თითქოს სპეციალურად ღვინის მოყვარულებისთვისაა შექმნილი.

საარემაა, ესტონეთი

საარემაა ესტონეთის ყველაზე დიდი კუნძულია. ტყეებითა და ქარის წისქვილებით დაფარული ადგილი ვიზიტორებს განსაკუთრებით მოსწონთ. ადგილობრივების ლამაზი ტრადიციები საარემაას კიდევ უფრო სასურველ დანიშნულებად აქცევს.

სიგიშუარა, რუმინეთი

ალბათ ძალიან ცოტა მოგზაურს თუ სმენია სიგიშუარას შესახებ. მართალია, ქალაქი ძალიან ცოტა ადამიანს მოუნახულებია, თუმცა ტრანსილვანიის რეგიონში განთავსებული სილამაზის ნახვა ნაამდვილად ღირს.

მატერა, იტალია

მატერა უდაოდ მსოფლიოს ყველაზე უნიკალური და ლამაზი ქალაქია. მის შესახებ შესაძლოა ბევრს არ სმენია, თუმცა მისი მონახულება ჯეკ-პოტის მოგებას ჰგავს. მატერაზე ხალხი კლდეებში ნაკვეთ სახლებში ცხოვრობს და ამ საოცრების ნახვა მართლაც ღირს.

ტელარო, იტალია

თუკი ჩინკვე-ტერეში ყოფილხართ ტურისტები ნამდვილად შეგაწუხებდნენ, იქვე მდებარე მეთევზეთა სოფელი კი ამ მხრივ ნამდვილი სამოთხეა. ულამაზესი ტელარო მშვიდად დასვენების გარანტიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები