LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

97

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

ევროპის 2-გზის ჩემპიონი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს და “არამიანცის” საავადმყოფოში მკურნალობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი ოფიციალურად ჯერ არავინ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები