LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის მოედანზე ჰიმნის შესრულებისას უხერხული მომენტი შეიქმნა

70

27 მარტს ვიზა ლიბერალიზაციის აღსანიშნად ევროპის მოედანზე ქართველი შემსრულებლების გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც უკვე ტრადიციად ქცეული კრიტიკა მოჰყვა. ამჯერად რეპერტუარი არ დაუწუნებიათ, გააკრიტიკეს ტექნიკური მხარე და ისიც, რომ ზოგიერთმა შემსრულებელმა პლუს ფონოგრამით იმღერა მეორე ნაწილისგან განსხვავებით, რომელთაც ბენდი და მცირე ორკესტრი უწევდა აკომპანირებას. კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი გახდა კონცერტის ბოლო აკორდი, როდესაც ყველა შემსრულებელი სცენაზე გამოვიდა ჰიმნის შესასრულებლად.

ჰიმნიც ფონოგრამაზე სრულდებოდა, ეს ცხადი მას შემდეგ გახდა, როცა შუა შესრულების დროს სიმღერა გაითიშა… მომღერლები კი უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

როგორც თამრიკო ჭოხონელიძე წერს, აუცილებელია რამდენიმე ადამიანის გაგზავნა საზღვარგარეთ, რომ მათ გახმოვანების ოსტატობა შეისწავლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ამგვარი პრობლემის წინაშე უდგებიან მუსიკოსები.

ჭოხონელიძის გაგულისება იმანაც გამოიწვია, რომ მარიამ როინიშვილის გამოსვლისას მიკროფონი გათიშული ჰქონდა და “შავნაბადასთან” მისი დუეტი ვერ შედგა, მხოლოდ ანსამბლის სოლისტი და და წევრების ხმა ისმოდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები