LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე ვერ წარმოგვიდგენია – ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი

122

„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს”,-ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით,  საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.

“ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე“-განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფი) საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქ. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ,” – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

მისი განცხადებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება სამიტის მოლოდინები და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები.