LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნებში უამინდობაა

106

ევროპის ქვეყნებში უამინდობაა. ჩეხეთში დიდთოვლობის გამო საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ათეული მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი.

19 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო პრაღისა და ბრნოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, სადაც თოვლიან გზაზე ჩარჩენილი მგზავრების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უამინდობაა, ასევე, დიდ ბრიტანეთშიც. უხვმა ნალექმა საავტომობილო გზებისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. ასობით ადამიანი გზატკეცილებზე იყო ჩარჩენილი.

ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდთოვლობის გამო 280 სკოლა დაიხურა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაფრთხილების ყვითელის დონე გამოაცხადა, რაც ამინდის გაუარესებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები