LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის რადიოდღეები”, რომელშიც „ფორტუნა” უკვე მეორედ მონაწილეობდა, დასრულდა

90

სამი დღის განმავლობაში ამსტერდამი „ევროპის რადიოდღეებს” მასპინძლობდა. ჰოლანდიის დედაქალაქში თავი 60 ქვეყნიდან 1500-ზე მეტმა სტუმარმა მოიყარა.

Radiodays Europe რადიოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციაა, სადაც დიდი გამოცდილების მქონე სპიკერები ცოდნას უზიარებენ სტუმრებს. კონფერენციაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა რადიო „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე.

 

„ჩვენი რადიოკომპანია უკვე მეორედ არის წარმოდგენილი “ევროპის რადიო დღებზე”, რომელიც არის ყველაზე პრესტიჟული და ღირშესანიშნავი ღონისძიება რადიოსფეროში. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან რადიოინდუსტრიის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ხედვებს, ინოვაციურ იდეებს, ბაზრის ახალ ტენდენციებს, თუ გამოწვევებს. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინოვაციების ეპიცენტრში ყოფნა, რათა შევთავაზოთ ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლე ჩვენს ერთგულ მსმენელს.

ასევე, მე მხვდა წილად პატივი, დავსწრებოდი ამ ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლების მასტერკლასებს, მათ გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და გაგვანდეს სამომავლო სტრატეგიები,“ – ამბობს თამარ ჩიგოგიძე.

 

 

 

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში 25-ზე მეტი ვორკშოპი და ლექცია ჩატარდა.

კონფერენცია Radiodays Europe-ი პირველად 2010 წელს კოპენჰაგენში გაიმართა და მეექვსე წელია, ევროპის სხვდასხვა ქალაქში ტარდება.

გასულ წელს პარიზში რადიოების წარმომადგენლებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რადიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ახალ ფორმატზე, რადიო ბრენდინგზე, ციფრული და მობილური ტექნოლოგიის პირობებში რადიოს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

ყოველწლიური კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა მომავალ წელს ავსტრია იქნება, ევროპული რადიოების წარმომადგენლებს ვენა უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები