LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის შემდეგ მახაჩყალაშიც გავფრინდებით

104

საქართველოსა და რუსეთის შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისები დაინიშნა. რეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიკომპანიები Georgian Airways-ი და NordStar-ი განახორციელებენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან Georgian Airways ოპერირებას თბილისი-მახაჩყალა-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს. რეისები ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing B737 და/ან Bombardier CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
მათივე ცნობით, 1 მაისიდან კი რუსული ავიაკომპანია NordStar-ი ჩარტერულ ავიამიმოსვლას მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით იწყებს. რეისები ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიებს ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები