LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე მეგობრულ ქალაქად შვედური ქალაქი გეტებორგი დასახელდა

87

ევროპის ყველაზე მეგობრული ქალაქი შვედური გეტებორგია.

ასეთი დასკვნა CNN-მა ათასობით მოგზაურის გამოკითხვის შემდეგ მიიღო. ტურისტებს პატარა შვედურ ქალაქში ყველაზე მეტად ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა და უამრავი უფასო ადგილი მოსწონთ. მაგალითად, ქალაქში არის უამრავი კაფე, სადაც ყავის მირთმევა სრულიად უფასოა, ბავშვებისთვის კი სხვადასხვა საინტერესო გასართობები არსებობს. გეტებორგის ლიდერობა ძალიან ბევრ ექსპერტს გაუკვირდა, რადგან როგორც წესი, შვედები განსაკუთრებული მეგობრულობით არ გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში ყველაზე მეგობრულ ქალაქად მექსიკური სან-მიგელ-დე-ალენდე დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები