LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე პატარა და ძალიან რომანტიკული ქალაქები

410

ევროპის ყველაზე პატარა და ძალიან რომანტიკული ქალაქები. ადგილები, სადაც ტურისტების სიმრავლე შეინიშნება და ერთხელ თუ მოინახულებთ, იქ დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ.

 

ბრიუგე, ბელგია

ბრიუგეს ხშირად ევროპის ყველაზე რომანტიკულ პატარა ქალაქადაც მოიხსენიებენ. არ აქვს მნიშვნელობა თუ როდის ეწვევით მას – ზამთარში, ზაფხულსა თუ შუალედში – ბრიუგე მაინც ძალიან შეგიყვარდებათ.

ჰალშტატი, ავსტრია

ავსტრიის პატარა სოფელი ამ სამყაროდან გასაქცევად საუკეთესო ადგილია. ჰალშტატს სიმშვიდისა და რომანტიკისთვის ყველაფერი აქვს – თოვლი, უჩვეულო მომხიბვლელობა და კოცონის პირას გატარებული თბილი საღამოები.

ჩესკი – კრუმლოვი, ჩეხეთი

თუკი პრაღიდან რამდენიმე კილომეტრს გაივლით ულამაზეს ქალაქს აღმოაჩენთ. რეალობისგან დასასვენებლად და ნამდვილი ჩეხური სტუმართმასპინძლობის შესაგრძნობად ჩესკი-კრუმლოვზე უკეთესი ადგილის პოვნა შეუძლებელია.

ჩინკვე-ტერე, იტალია

ჩინკვე-ტერე არამხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის ყველაზე რომანტიკული დანიშნულებაა. ამაში დასარწმუნებლად კი მისი ფოტოს ნახვაც კი საკმარისია. ჩინკვე-ტერე ეს არის ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ვროცლავი, პოლონეთი

ნაკლებად ცნობილი ვროცლავი იმ წყვილებისთვისაა, ვისაც მშვიდად დასვენება ტურისტული ადგილებისგან მოშორებით სურს.

ბავარია, გერმანია

რატომ უნდა აირჩიოთ ერთი ქალაქი, როცა შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე მოინახულოთ. ბავარია ეს არის ულამაზესი რეგიონი, რომელიც უმჯობესია მთლიანად ნახოთ და მხოლოდ ერთი ქალაქით არ შემოიფარგლოთ.

სენტ მორიცი, შვეიცარია

დანიშნულება, რომელიც ზამთარში მოთხილამურეებით ივსება, ზაფხულში ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა ხოლმე. შვეიცარიის პატარა სოფელი რომანტიკული შვებულებისთვის მშვენიერი ადგილია.

ჰაარლემი, ჰოლანდია

ნაკლებად ცნობილ დასახლებაში ჰოლანდიური შარმი ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. თუკი ამსტერდამში ჩასულებს რომანტიკა მოგაკლდათ, მაშინ სწორედ ულამაზეს ჰარლემს უნდა მიაკითხოთ.

პორტო, პორტუგალია

პორტო ლისაბონში ჩასულმა ტურისტებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და მისი მონახულებაც დაუწერელ კანონად იქცა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ქალაქში რომანტიკის ნაკლებობა, ან ადამიანების სიმრავლე და დამღლელი გარემო დაგხვდებათ.

კოლმარი, საფრანგეთი

თუკი გსურთ ხალხმრავლობას და ხმაურს გაარიდოთ თავი და საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად დაისვენოთ – მაშინ ამ ზღაპარს უნდა ეწვიოთ.

გდანსკი, პოლონეთი

მართალია ვარშავასა და კრაკოვთან შედარებით გდანსკი ნაკლებად ცნობილია, თუმცა რომანტიკის თვალსაზრისით – ის ფაქტობირვად უკონკურენტოა. შთამბეჭდავი არქიტექტურა და ულამაზესი ქუჩები – პატარა ქალაქში გატარებულ დღეებს მართლაც დაუვიწყარს გახდის.

ბლედის ტბა, სლოვენია

ბლედის ტბას წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მისი ფოტო 1000 სიტყვაზე უფრო მეტყველია. ულამაზესი კუნძულის მონახულებაზე უფრო რომანტიკული ალბათ ამ ქვეყნად ცოტა რამე თუ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები