LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული საავტომობილო ზეთი ქართველი ავტომფლობელებისთვის – ბაზარზე ფინკე შემოვიდა

460

ევროპული საავტომობილო ზეთი ქართველი ავტომფლობელებისთვის – ბაზარზე ბრენდი ”ფინკე” შემოვიდა. ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ”ფინკეს” ზეთების 30-ამდე სახეობა იყიდება.

როგორც ”ფორტუნას” ”ფინკეს” ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი ტურაშვილმა განუცხადა,  ზეთი ”ფინკეს” იმპორტი ქართულ ბაზარზე 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ზეთის მოწოდება ხდება ევროპიდან, კერძოდ კი – გერმანიიდან.

”ბრენდ ”ფინკესთვის” ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს მიაწოდოს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქცია. კომპანიაში დასაქმებულნი არიან მაღალკვალიფიციური კადრები და ხარისხის კონტროლი ხდება სპეციალური ლაბორატორიების მიერ. ”ფინკეს” ზეთების ექსპორტი ხორციელდება მსოფლიო მასშტაბით და უკვე 33 ქვეყანაშია შესაძლებელი მისი შეძენა. მათ შორისაა: რუსეთი, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, სერბეთი, ჩეხეთი და ა.შ. კომპანია ფლობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ ყველა სერტიფიკატს და გვიხარია, რომ ასეთი გამოცდილი ბრენდის საავტომობილო ზეთების შეძენა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია”, – აღნიშნა ტურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, მარნეულსა და სადახლოში. თუმცა, სამომავლოდ პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

ამასთან, როგორც ”ფინკეს” წარმომადგენელი აცხადებს, ამ ეტაპზე ბრენდი მომხმარებელს გარკვეულ აქციას სთავაზობს.  ”გვაქვს ერთთვიანი აქცია: 4 ლიტრი ზეთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს დამატებით 1 ლიტრს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კმაყოფილი მომხმარებელი, ამიტომ უამრავ სიურპრიზს შევთავაზებთ მათ მომავალშიც”, – აცხადებს გიორგი ტურაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია ”ფინკე” 1884 წელს დაარსა ემილ ფინკემ, რომლის მიზანიც თავდაპირველად იყო მხოლოდ საპოხი ზეთების წარმოება. თუმცა, მან  შეძლო წარმატებით განვითარება და დღესდღეობით ”ფინკე” უკვე უშვებს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისათვის საჭირო ზეთებსა და საპოხ საშუალებებს, დაწყებული მოტოციკლებით, კვადროციკლებით, მსუბუქი ავტომობილებით, ტრაქტორებით, ბორანებით, დიდი სატვირტო ავტომობილებითა და სხვა… საერთო ჯამში კომპანია 800 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, აქვს საკუთარი ავტოგასამართი სადგურები, ასევე აწარმოებს თხევად გაზსა და უამრავ სხვას.

ამჟამად კომპანია აქტიურად მუშაობს ეკოლოგიურად კიდევ უფრო სუფთა პროდუქციის შექმნაზე, რომელიც გარემოს დაცვისთვის აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები