LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

56

„ევროპული საქართველო” ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ კომისიის შექმნის მოთხოვნით წერილი პარლამენტის კანცელარიაში დღეს ჩააბარა.

ხოშტარიას თქმით, როდესაც ასეთ საზარელ მკვლელობაზე გამოძიების მიმართ ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზია უჩნდებათ, სწორი გამოსავალია, პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია აიღოს და კითხვებს პასუხი საპარლამენტო ფორმატში გასცეს.

„ჩვენ უნდა დავადგინოთ, გამოძიებას რა ინტერესი აქვს, როცა დაზარალებული ოჯახი კითხვებს სხვამს და პასუხებს ვერ იღებს. ურთიერთგამომრიცხავი ექსპერტიზა არსებობს და პროკურატურა არის არა დაზარალებულის მხარეს, არამედ კითხვებს პასუხს არ სცემს. როცა გამოძიება კითხვებს ტოვებს, პროცესში პარლამენტი უნდა ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს,” – განაცხადა ხოშტარიამ.

რეგლამენტით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები