LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული საქართველო ეკონომიკური კრიზისის საფრთხეზე საუბრობს: როგორ უნდა გაჯანსაღდეს ვითარება

36

პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და ეკონომიკური კრიზისის საფრთხეზე საუბრობს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ისეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, როგორიც გასულ თვეებში ქვეყანაში დაფიქსირდა, ქვეყანა არათუ წინსვლას ვერ შეძლებს, მომავალში ვერ მოახერხებს პენსიებისა და შემწეობების გაზრდას.

„საწვავზე აქციზის გადასახადის მატება ინფლაციისთვის დამატებითი ბიძგია. საწვავის ფასის ზრდა ჯაჭვურად სხვა პროდუქციაზე ფასების მატებას იწვევს. უკვე მომატებულია გაზის ტარიფი, წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზეც. 2017 წლის ივლისში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა სურსათზე, მედიკამენტებზე“, – განაცხადა დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციური პარტია ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების ერთერთ გზად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ასახელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები