LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” “გაზპრომის” თემაზე პარლამენტში დებატებს ითხოვს

27

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს,“გაზპრომის“ თემაზე პარლამენტში დებატები გაიმართოს. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სერგო რატიანის თქმით, უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე კახა კალაძის უარის შემდეგ მოითხოვებ, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართოს.
„გაზპრომის“ თემა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რადგან არ მოდის კალაძე, უმრავლესობას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ქვეყანას ეკონომიკური ზიანი. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხის მისაღებად პოლიტიკურ დებატებს ვითხოვთ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები