LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების და სამმანდატიანი სისტემის ინიციატივით გამოდის

81

“ევროპული საქართველო” მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების და სამმანდატიან სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. უცმირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს სისტემა პარლამენტში მეტი ოპოზიციური პარტიის მოხვედრას შეუწყობს ხელს.

“ევროპული საქართველოს” მოდელით, გამსხვილებულ მაჟორიტარულ ოლქში, მანდატების 1/3 პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ უნდა წაიღოს, 1/3 მეორე ადგილზე გასულმა, დანარჩენი 1/3 კი, სხვა ოპოზიციურ პარტიებზე უნდა გადანაწილდეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ცვლილებას კონსტიტუციის გადასინჯვა არ სჭირდება.