LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

85

აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება არის ორჯერ ორი ოთხი – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტის საქმეზე ყველანაირი გონივრული ვადა გასულია, რა დროშიც შეეძლო პროკურატურას ჩაეტარიბინენა გამოძიება. თუმცა, როგორც ხოშტარია ამბობს, მას არცერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი გაცემული.

“ჩვენ აფგან მუხთარლის საქმეზე უკვე ივნისიდან მოთხოვნილი გაქვს საპარლამენტო კომისია და დღეს, როცა 9 თვე გავიდა, რეალურად არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ განვახორხიელოთ საპარლამენტო კონტროლი და შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია. თუ მთავრობა ამას ვერ აკეთებს, ჩვენ, პარლამენტმა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავცეთ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ლახავს ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას”- განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პარლამენტი პარასკევს იმსჯელებს.

“იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად პარტიული განსხვავებისა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიხვდებიან, რომ პარლამენტის ვალია, ეს კომისია შექმნას. 9 თვეა პროკურატურა არცერთ კითხვაზე არ სცემს პასუხს, ყველანაირი გონივრული ვადაა გასული ველოდოთ პროკურატურის გამოძიებას, ამიტომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება არის – ორჯერ ორი – ოთხი.”- აღნიშნა ხოშტარიამ.

დღეს ის ამ თემაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, თვის განამავლობაში არაა არცერთ კითხვაზე პასუხი და აქედან გამომდინარე საპარლამენტო კონტროლი უნდა განხორციელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები