LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო” პრემიერმინისტრს პარლამენტში იბარებს

109

„ევროპული საქართველო” პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს. როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, პრემიერმინისტრთან ერთად, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში უნდა წარდგნენ, ასევე, ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ევროპული საქართველოს” ლიდერები პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან პასუხებს ითხოვენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

პრემიერმინისტრს ვიწვევთ, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხები ჩვენს კითხვებს. საზოგადოებას აინტერესებს, რა გეგმა აქვს მას შექმნილი რთული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე არაერთხელ იყო მიწვეული პარლამენტში, თუმცა მან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდა.

ერთი წელია, არცერთი მინისტრი არ გამოცხადებულა ჩვენი ფრაქციის მოწვევით პარლამენტში. ერთი წელია, ვერ გამონახეს დრო, რომ მოსულიყვნენ. ცხადია, რომ მათ ოპონირების რეჟიმში უჭირთ პასუხის გაცემა და გამოიყურებიან უსუსურად, მაგრამ ამით ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომფეხებზე ჰკიდიათკანონი, ხალხი და პარლამენტი,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები