LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის დადგენილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

65

„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, არ აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ დადგენილების პროექტის განხილვაში, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა და ამის შემდეგ „ევროპული საქართველო“ სხდომას დატოვებს.