LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

85

“ევროპული საქართველო”  საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე პრემიერ მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტში იბარებს.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას, განცხადებით,  საგარეო მიმართულებით ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს დგამს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას  აზარალებს.

”ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, რომ საზოგადოებას განუმარტოს, რატომ დგამს ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს, რაც შეიძლება, დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ”ქართული ოცნების” მთავრობამ არათუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა.

”ევროპული საქართველო” ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს, რატომ დგამს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება გაუაზრებელ და ამავე დროს მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები