LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

40

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.

ამის შესახებ განცხადება ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და ის 4 მიზეზი დაასახელა, თუ რატომ ვერ ხედავს პარტია კომისიაში მუშაობის აზრს.

”უმრავლესობის ლიდერებისგან მკაფიოდ მოვისმინე, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ წინასწარ დაანონსებული ოთხი ცვლილების მიღება. ანუ, ფაქტობრივად უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამდე, სანამ დიალოგის პროცესი დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუშაობის აზრს კომისიაში ვერ ვხედავთ.

“თავისთავად, წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი გახლავთ ორი კვირის წინ ”ქართული ოცნების” მიერ გაფუჭებულის გამოსწორება.

“ბონუსი, ბლოკების აკრძალვა, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა – ეს ყველაფერი ”ქართულმა ოცნებამ” გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ის, რომ დღეს მმართველი გუნდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ცდილობს, გამოასწოროს, ვერანაირად გამოდგება კონსენსუსის საფუძვლად, ვინაიდან ყველაფერ ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი – უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების შენარჩუნება. ამ პრო ელემენტის გარეშე ჩვენთვის ცვლილებები არ იქნება მისაღები.

“მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის.

“მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ”ევროპული საქართველო” მზადაა, კონსენსუსისთვის იმუშაოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალებას საპარლამენტო უმრავლესობა მისცემს.

პოპულალურები