LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” შოთაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

28

„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, ამის შესახებ პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „საბჭოთა მეთოდს ჰგავს“.

,,საზოგადოება კარგად ხედავს ხელისუფლების უხეშ ჩარევას ეკლესიის საქმეებში. ეს არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის თანამედროვე რუსეთის მეთოდი და ეს მეთოდი ახლოს არის რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან. ძნელია გააკეთო კომენტარი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ შეგროვებას ხელმოწერების მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლებას მთლიანად ეკისრება ვალდებულება ამ მოვლენებზე. ისინი იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩარეულიყვენენ ეკლესიის საქმიანობაში და ასე ვთქვათ ამ თემებით მომხდარიყო სპეკულირება“, -განაცხადა სერგო რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები