LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, სოფელ ერგეტაში მათ მომხრეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

38

 „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, პარტიის მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას თანდასწრებით, მათ მხარდამჭერებსა და კანდიდატის მეუღლეს, გია ჯიქიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„აქციაზე წამსვლელ ხალხს აშინებდნენ და მძღოლებს მანქანის დამტვრევით ემუქრებოდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მხარდამჭერებსა და მერობის კანდიდატის მეუღლეს“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ სიის პირველმა ნომერმა ბათლომე შელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები