LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს“ წევრებმა საქმის პროკურორს და გამომძიებელს მთავარი შეკითხვები არ დაუსვეს – მამუკა მდინარაძე

43

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე და შსს-ს გამომძიებელი, კახა სირაძე დაიკითხა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ფხაკაძეს და საქმის გამომძიებელს მთავარი შეკითხვები არ დაუსვეს. საუბარია იმ შეკითხვებზე, რომლებიც ზაზა სარალიძეს ფარდულის მონაკვეთის გარდა აქვს.

„ჩვენ ამ კითხვებს საკმაოდ კრიტიკულად დავსვამთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები რაღაცის გამოყვანას, ჩვენ კი სიმართლის დადგენას ვცდილობთ იმიტომ, რომ ეს არის საქმე, სადაც ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით გამართლებული არ არის,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, იყო შეკითხვები, სადაც გამომძიებელმა და პროკურორმა „მაინცდამაინც ამომწურავი პასუხი ნამდვილად ვერ გასცეს“: „ამიტომაც, ბუნებრივია, დამატებითი კითხვები არის და იქნება. საბოლოო შედეგი დამაჯერებლობის და არადამაჯერებლობის შესახებ ჩვენ არა დღეს, არამედ კომისიის მუშაობის ფინალურ ეტაპზე უნდა მივიღოთ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

13 ივნისს საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც პარლამენტმა 6 ივნისს უყარა კენჭი, 17 წევრისგან შედგება.

 

პოპულალურები