LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულმა საქართველომ” ბურჯანაძისადმი გამოხატული სიმპათიის გამო, ქობულეთის მერობის კანდიდატი მოხსნა

37

ევროპულმა საქართველომ ნინო ბურჯანაძისადმი გამოხატული სიმპათიის გამო, ქობულეთის მერობის კანდიდატი მოხსნა.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში განმარტავენ, რომ  ნინო ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია “ევროპული საქართველოს” პოლიტიკურ ღირებულებებსა და პოზიციებთან.

“დღეს გაზეთმა “ბათუმელებმა” “ევროპული საქართველოს” ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან, ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოგმაჩაძემ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია გამოხატა. ნინო ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია “ევროპული საქართველოს” პოლიტიკურ ღირებულებებსა და პოზიციებთან. “ევროპული საქართველოს” სახელით ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები არჩევნებზე ვერ იბრძოლებენ. ამიტომ პარტიის სამდივნოსა და რეგიონული ორგანიზაციის შეთანხმებით, ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მერობის კანდიდატი. უახლოეს მომავალში პარტია ახალ კანდიდატს წარადგენს,” – აღნიშნულია “ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.