LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭომ ქართველი მოსამართლეების კანდიდატურები მოიწონა

82

ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონეს. მათთან გასაუბრება დღეს გაიმართა.

საქართველოდან ევროსასამართლოში სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. მესამე ეტაპზე კი კენჭისყრა გაიმართება. ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები