LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭომ სტრასბურგის მოსამართლეებად ფაფიაშვილის და სიჭინავას კანდიდატურები მოიწონა

79

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თეა წულუკიანის უწყებამ ევროპის საბჭოს მრჩეველთა კოლეგიის წერილი მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა სრულად აკმაოფილებენ ევროპის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.

“შესაბამისად, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა, ლადო ჭანთურიასთან ერთად, წარმატებით გააგრძელებენ კონკურსს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე. შემდეგ ეტაპზე კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე, რის შემდეგადაც ევროპარლამენტში გამარჯვებულის კანდიდატის გამოსავლენად კენჭისყრა გაიმართება”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. 25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. მათგან სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ  შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. 7 კანდიდატს კი  კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა.

პოპულალურები