LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ცვლილება დაამტკიცა

49

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.

„შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს დააახლოებს, გამყარდება ტურისტული და ბიზნესკავშირებიც. ამისთვის საქართველომ გაატარა ყველა საჭირო რეფორმა,“ – განაცხადა მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ.

ევროსაბჭომ და ევროპის პარლამენტმა ახლა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა 20 დღის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები