LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს გენმდივანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას მხარს უჭერს

79

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს განუცხადა, რომ ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა არასწორი ნაბიჯი იყო. ამის შესახებ იაგლანდმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასანქციო პროცედურის ცვლილების საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

„მე საკუთარი აზრი მაქვს და ეს თქვენთვის ცნობილია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ იმ ადამიანებს, ვინც აქ სხდომებში მონაწილეობს, გენერალური მდივნის ან მოსამართლეების არჩევის დროს ხმის უფლება ჩამოვართვათ,“ – განაცხადა იაგლანდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას ემხრობა.

ამ განცხადებამ დარბაზში, განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივანი ასამბლეის წევრი არ არის, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში მას სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები