LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად ლადო ჭანტურია შეარჩია

77

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლეთა შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა, წინაა მესამე ეტაპი.

“ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი სამპირიანი სია. დღეს უკვე შევიტყვეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს. მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობებენ, გაიმართება მომავალ კვირებში, სადაც უკვე საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი განცხადება სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

http://

გასაუბრება 29 სექტემბერს ლადო ჭანტურიამ, ლალი ფაფიაშვილმა და ოთარ სიჭნავამ გაიარეს. ლადო ჭანტურია გერმანიაში საქართველოს მოქმედი ელჩია. ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილეა. ოთარ სიჭინავა კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

პოპულალურები