LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლონ – სალომე სამადაშვილი

53

“სტრასბურგში კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკურ დევნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული,“ – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს.

„მის წინააღმდეგ დაირღვა ფუნდამენტური უფლებები და ერთადერთი პასუხი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებამ გასცეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, არის პატიმრის გათავისუფლება. თუმცა, მე არ მგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ადეკვატურ პასუხს გადადგამს სტრასბურგის გადაწყვეტილების საპასუხოდ,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები