LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროსასამართლოს განაჩენის იგნორირება პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია”-იურისტი

147

”სტრასბურგის სასამართლოს  განაჩენის შუსრულებლობა ქვეყნისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია”   – ამ შეფასებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, იურისტი ირაკლი ბურდული აკეთებს.

ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და იმ შესაძლო სანქციებზე, რაც ქვეყანას, გადაწყვეტილების იგნორირების შემთხვევაში  შეიძლება დაუწესდეს, რადიო ”ფორტუნასთან ” თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული საუბრობს. მისი განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სამართლებრივი თვალსაზრისით ნაციონალური ხელისუფლებისთვის პირდაპირი, იძულების მექანიზმი არ გააჩნია, თუმცა  პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

”ვინაიდან საქართველო არის ევროპის ნაწილი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირების შემთხვევაში, ამას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური სანქციები, მათ შორის ხმის უფლების შეჩერება,  ევროპის საბჭოდან გარიცხვა და სხავდასხვა ევროპული და საერთ აშორისო ორგანიზაციების წევრობის ჩამორთმევა, რაც  სახელმწიფოს ცუდად დაუბრუნდება”, – აცხადებს იურისტი.

სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იურისტი   არ გამორიცხავს, რომ საქართველოში საქმის განხილვა კვლავ განახლდეს.

”თუ ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოში საქმის განხილვა არსებითი ხარვეზებით და დარღვევებით წარიმართა, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია, საქმის წარმოება შესაძლებელია კვლავ განახლდეს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ქვეყნისთვის სავალდებულო რეკომენდაციის ხასიათი ექნება” – განაცხადა ”ფორტუნასთან”  საუბრისას ირაკლი ბურდულმა.

მისივე განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის განხილვა დროში გახანგრძლივებული პროცესია. საქმის განხილვას, როგორც წესი წლები სჭირდება, თუმცა ვინაიდან ევროსასამართლომ საქმეზე წინასწარი, შუალედური ღონისძიება გამოიყენა და საქმეს პრიორიტეტულის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაძლოა განხილვის ვადები დაჩქარდეს და  5-7 წელი არ გახანგრძლივდეს.

 

რას გეგმავს ქიბარ ხალვაში?

 სტრასბურგში სასამართლო პროცესის შემდეგ, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, ცდილობს ყველა ქმედება კანონის ფარგლებში განახორციელოს და მოიქცევა ისე, როგორიც კანონი იტყვის.
გადაწყვეტილება მიღებულია (უზენაესი სასამართლოს მიერ), მე გავიმარჯვე დარუთავი 2” მოკუთვნებულია ჩემზე. თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება კომპანიაში ვიყო სტუმრის სტატუსით, ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას? – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება.

”უნდა დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი განახლდება თუ არა საქართველოში პროცესი. სტრასბურგის სასამართლო ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ავტომატუარდ არ აუქმებს ” – აღნიშნა სალიამ.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები