LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსტრუქტურებთან მეტი ინტეგრაცია გვსურს – მიხეილ ჯანელიძე

144

“საქართველოში მიღწეული პროგრესი აშკარაა, თუმცა, მზად ვართ რეფორმების გასაგრძელებლად,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

კომიტეტის ფარგლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ასოცირების დღის წესრიგსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტზე ისაუბრეს.

“ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. ჩვენ გვაქვს მიზანი, წარმატებას მივაღწიოთ 6 მიმართულებით: გვსურს მეტი ინტეგრაცია ევროსტრუქტურებთან, დიალოგის გაქაქტიურება სექტორალური თანამშრომლობის მიმართულებით, ფიზიკური ინგეგრაცია კომუნიკაციისა და ენერგეტიკულ სფეროებში, განათლებისა და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.