LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროვიზია 2017”-ზე “შავ სიაში” მყოფ რუს მომღერლებს კონკურსზე არ დაუშვებენ

44

„ევროვიზია 2017“ კიევში გაიმართება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რუსეთი გაგზავნის მომღერალს, რომელიც უკრაინის მიერ სანქცირებულ მას „ევროვიზიაში“ მონაწილეობის საშუალებას არ მისცემენ. ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშუკმა განაცხადა.

უკრაინამ „შავ სიაში“ დაახლოებით 80 რუსი ხელოვანი შეიყვანა. მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი, იოსიფ კობზონი, ალექსანდრ როზენბაუმი, იულია ჩიჩერინა, სერგეი პენკინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები