ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

პოპულარული

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს.

სულ შემოვიდა 27 განაცხადი – კონკურსანტების სრული სია ასეთია:

1. ნანუკა გიორგობიანი
2. გიორგი ჩიქოვანი
3. დავით შანიძე
4. ტრიო “მანდილი”
5. ანჩო დოლიძე
6. ელენე მიქიაშვილი
7. ანდრია გველესიანი
8. ჯგუფი The Mins
9. ალისა დანელია
10. რატი დურგლიშვილი
11. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი
12. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი
13. ჯგუფი EOS
14. დიმა კობეშავიძე
15. მალიბუ
16. ჯგუფი Asea Sool
17. ნათია ბიძინაშვილი
18. მიშა სულუხია
19. ანი კეკუა
20. თაკო გაჩეჩილაძე
21. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo
22. მარიამ ჩაჩხიანი
23. ნუცა ბუზალაძე
24. ჯგუფი Sparkle
25. ნინო ბაშარული
26. თემო საჯაია და ჯგუფი ForceMajeure
27. მარიკო ლეჟავა

 

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.

ახალი ამბები / კულტურა /

|

9 დეკემბერი, 2016

|

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები