LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 10 კონკურსანტი გადავიდა

39

Ardaidardo.Ge

2016 წლის ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალი, სტოკჰოლმში, დასრულდა.

პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. გამარჯვებული ქვეყნები არიან:

აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა

გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (პროპორციულად, პრინციპით 50/ 50% – ზე) გამოავლინეს.

ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი 12 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის” გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის,
ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.
ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები