LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროზონა ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს – საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი

74

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მერის, განცხადებით, ევროზონა ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროზონის შიგნით საჭიროა უფრო მეტი ერთიანობა და ამბიციები“.

არ მსურს ევროზონაზე საუბარი. მინდა ვისაუბრო ეკონომიკურ კონტინენტზე. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ დოლარის ზონაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც დიადი ქვეყანაა, – განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისად, მას სურს საუბარი არა ევროზონაზე, არამედ ევროპაზე, რომელიც დიადი ქვეყანა იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები