LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკა აღდგა

53

ევროკომისიის მაისის წინასწარი შეფასებით, ევროზონაში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა.

სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა 3.3 პუნქტი შეადგინა. წინა თვეში ეს მონაცემი 3.6 პუნქტი იყო. კლების მიუხედავად, ეს წინა 10 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით (2007 წლიდან დღემდე), მაქსიმალური მაჩვენებელია.

როგორც ევრონიუსი წერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროზონის 19 ქვეყანაში ეკონომიკა აღდგა და გრძელვადიანი ვალის კრიზისიდან გამოვიდა.

მანამდე ევროკომისიამ ევროზონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1.6%-დან 1.7%-მდე გაზარდა. ამასთან ერთად, ინფლაციის პროგნოზის მაჩვენებელი შემცირდა 1.6%-მდე.

ექსპერტების განმარტებით, ეს მონაცემები მეტყველებს ევროზონის ეკონომიკის სტაბილურ გამყარებაზე.

პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ევროპის ცენტრალური ბანკი იმავე საფინანსო პოლიტიკას განაგრძობს იმისთვის, რომ ინფლაციის დონე სამიზნო მაჩვენებლამდე დაიყვანოს.

თამარ ჩიკვატია