LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეწერის მიმდებარედ ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

37

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო  შემთხვევა მოხდა. სოფელ ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ  ავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი მგზავრი  მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები