LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაბრეგასი განზრახ აგებდა

101

სესკ ფაბრეგასი საფეხბურთო ექსპერტს სასამართლოში უჩივლებს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნევინმა ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას ფაბრეგასს დააბრალა, რომ მას მაურინიოსთან თამაში არ სურდა და ერჩივნა უბრალოდ წაეგო.
ფრაზა „მირჩევნია წავაგო, ვიდრე მაურინიოსთვის მოვიგო“ – გასულ კვირას რადიო BBC-ის წამყვანმა „ჩელსის“ ფეხბურთელს მიაწერა. თუმცა ვინ იყო ეს აქამდე არ სახელდებოდა. ფაბრეგასი ამ ინფორმაციას უარყოფს და სიმართლის დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში სასამართლოსაც მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები