LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ი 14 წლის გახდა

43

14 წლის წინ, 2004 წლის 4 თებერვალს ჰავარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა 4 მეგობართან ერთად, ქსელში Facebook-ი ჩაუშვა. პირველი 24 საათის განმავლობაში ქსელში 1200 იუზერი დარეგისტრირდა.

2017 წლის მონაცემებით, Facebook-ზე 2 მილიარდზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. სოციალური ქსელი 101 ენაზეა ხელმისაწვდომი.

“დღეს Facebook-ი 14 წლის გახდა.

ეს ის მომენტია, როცა აანალიზებ, რომ ჰარვარდის ერთი ოთახიდან დღემდე Facebook-მა სრულიად მსოფლიო დააკავშირა ერთმანეთს. ეს, ასევე, ის მომენტია, როცა გვჭირდება, გავიგოთ, როგორ გავხადოთ ის უკეთესი.

ზოგჯერ ხალხი მეკითხება, ამ დროის განმავლობაში რა ვისწავლე. 19 წლის ვიყავი, როცა Facebook-ი შევქმენი. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა კომპანიის ან გლობალური ინტერნეტსერვისის შენება. წლების განმავლობაში ყველა ის შეცდომა დავუშვი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. უამრავი ტექნიკური უზუსტუბა გამეპარა, მე არასწორ ხალხსაც ვუჯერებდი და ნიჭიერ ადამიანებს არასწორ როლებს ვაძლევდი. ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოვტოვე და ბევრისთვის სუსტიც აღვმოჩნდი. მე ვუშვებდი პროდუქტს წარუმატებელი პროდუქტის შემდეგ.

დღეს რომ ჩვენი საზოგადოება არსებობს,  ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ბევრი შეცდომა ავირიდეთ თავიდან. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ჩვენი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელია – ბევრი რამ ვიცით, ბევრ რაღაცაში კვლავ წარუმატებლობებს განვიცდით. ეს კი პროგრესის ერთადერთი გზაა.

ამ მოგზაურობაში ჯერ კიდევ დიდი გზაა დარჩენილი და ვაგრძელებთ გაუმჯობესებას. ჩვენს ფოკუსში კვლავ ჩვენი სიძლიერეა, ამის მაგალითიც ეს წელი იქნება.

ჩვენ ჩვენი მეგობრებითა და ოჯახის წევრებით ერთად ვრჩებით და 14 წლის განმავლობაში მე ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებთ და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.

ბედნიერებაა ამ მოგზაურობაში თქვენთან ერთად ყოფნა,” – წერს მარკ ცუკერბერი საკუთარ გვერდზე.

 

არსებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ქსელში 600 000-მდე ჰაკერული თავდასხმა ხდება. Facebook-ის მომხარებელთა 76% ქალია.

Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი ფორბსის 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები