LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ის 3 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ღიად ხელმისაწვდომია

48

Facebook-ის 3 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში ღიად ხელმისაწვდომია. ამის შესახებ გამოცემა New Scientist-ი წერს.

მედიის ცნობით, საქმე ეხება აპლიკაცია myPersonality-ის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტმა შექმნა. აპლიკაციაზე კერძოდ მუშაობდა მიხეილ კოსინსკი – კემბრიჯის უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე.

myPersonality მომხმარებელს ფსიქოლოგიური ტესტის გავლას სთავაზობდა და ამის სანაცვლოდ მომხმარებელი Facebook-ს თავის პირად ინფორმაციას აწვდიდა.

აპლიკაციას დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იყენებდა, ამათგან ნახევარმა აპლიკაციას თავისი პირადი ინფორმაცია გადასცა. რათა მათზე წვდომა მიგეღოთ, საკმარისი იყო, რომ აპლიკაციის თანაავტორად დარეგისტრირებულიყავით.

7 აპრილს Facebook-მა myPersonality-ი სოცქსელში აკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები