LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა 200-ზე მეტი აპლიკაცია დროებით დაბლოკა

116

Facebook-მა 200-ზე მეტი აპლიკაცია დროებით დაბლოკა. სოციალური ქსელის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ამჟამად სპეციალისტები სწავლობენ, ხომ არ ირღვევა აღნიშნული აპლიკაციებით მომხმარებელთა უფლებები.

საუბარია აპლიკაციებზე, რომლებმაც სავარაუდოდ, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია მიითვისეს. აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის თანამშრომლები ყველა პროგრამის და აპლიკაციის შესწავლას აპირებენ, რომლებსაც 2014 წლამდე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა.

2014 წლიდან Facebook-მა პირად მონაცემებთან წვდომა შეზღუდა. მანამდე, Facebook-ის გარშემო სკანდალი აგორდა. ამის მიზეზი კი, ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica იყო, რომელმაც სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ბოროტად გამოიყენა.

Facebook-ში განაცხადეს, რომ ამჟამად სპეციალისტები კიდევ ათასობით აპლიკაციას იკვლევენ, ხოლო მომხმარებლებს, რომელთა პირად მონაცემებს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას, წინასწარ გააფრთხილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები