LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა 270-ზე მეტი ექაუნთი დაბლოკა – “ჩვენ ყალბ ექაუნთებს ამის უფლებას ვერ მივცემთ”

113

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 270-ზე მეტი გვერდი დაბლოკა. ლაპარაკია რუსულ ორგანიზაცია Internet Research Agency-ის მიერ კონტროლირებად ექაუნთებზე. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის  მარკ ცუკერბერგმა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ფეისბუქის გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში არჩევნების დაცვასთან არის დაკავშირებული.

როგორც პოსტში ცუკერბერგმა განმარტა, რუსული ორგანიზაცია აშშ-ში მოტყუებით მოქმედებდა და  რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა

“ჩვენი ქმედებები IRA-ს წინააღმდეგაა მიმართული, რომ არჩევნების დროს უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენცია მოხდეს. ამიტომ გვერდების დახურვა შეეხო სწორედ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს. ეს რუსული ორგანიზაცია მოქმედებდა მოტყუებით და აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა, ამიტომ მათი ადგილი Facebook-ზე არაა. 2016 წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ IRA-მ შექმნა ასობით ყალბი ანგარიში, რათა განევრცო თავისი კონტენტი და ჩარეულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გლობალურად დავიწყეთ მათი საქმიანობის გამოძიება და მათი გვერდები და ანგარიშები დავხურეთ,”- დაწერა ცუკერბერგმა ფეისბუქის გვერდზე.

მისივე თქმით, ეს ორგანიზაცია ცდილბდა გავლენა მოეხდინა არ მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ არჩევნებზეც, ამიტომ მათი ყალბი ანგარიშები იქაც დაიხურა.

როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, ამ მიმართულებით Facebook-ში ახლა 15 ათასი ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს რიცხვი წლის ბოლომდე 20 ათასამდე გაიზრდება.

“მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს სოციალურ ქსელში წერენ, ჩვენ ყალბ ექაუნთებს ამის უფლებას ვერ მივცემთ.

როდესაც ორგანიზაცია ამას რამდენჯერმე აკეთებს, ჩვენ ვუუქმებთ ყველა გვერდს, მათ შორის  შესაძლოა ისეთებსაც, რომლებიც ყალბი არ არის.

გვერდები, რომლებიც დღეს გავაუქმეთ, წავშალეთ იმიტომ, რომ მას IRA აკონტროლებდა და არა მათ მიერ გაზიარებული კონტენტის გამო.

უსაფრთხოება არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც ოდესმე ბოლომდე მოვაგვარებთ. ასეთი ორგანიზაციები ხვეწენ თაღლითურ ტაქტიკებს, თუმცა ჩვენ ვვითარდებით და განსაკუთრებულად ყურადღებით ვიქნებით მაშინ, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება “, – ვკითხულობთ მის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები