LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა გაცნობის აპლიკაციის დატესტვა დაიწყო

125

კომპანია Facebook-მა გაცნობის აპლიკაციის დატესტვა დაიწყო. ახალი მედიის მკვლევარმა ჯეინ ვონგმა  გაცნობის აპლიკაციის ჩაშვება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაანონსა და ტექსტურ მასალას ფოტოებიც დაურთო. პროგრამის გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური ქსელის თანამშრომლებს შეუძლიათ.

სქრინებზე, რომელიც ჯეინ ვონგმა გამოაქვეყნა, აპლიკაციის ინტერფეისის და მისი ძირითადი ფუნქციონალის წაკითხვა შეიძლება. გაცნობის აპლიკაციის გამოყენება “ფეისბუქის” მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლის გარეშე, მარტივი სინქრონიზაციით შეეძლებათ. ამ ეტაპის შემდეგ იმ ძირითად ფუნქციებს ირჩევენ, რომლის მიხედვითაც პარტნიორის პოვნა არის შესაძლებელი: ადგილმდებარეობა, სქესი, ასაკი, ინტერესები და ა.შ.

​ასევე, შესაძლებელია გაცნობის სერვისის გამოყენებისათვის ახალი პროფილის შექმნაც.

ვინაიდან კომპანიას სურს მომხმარებლამდე სრულფოყილი ვერსია მიიტანოს, აპლიკაციის ტესტირების რეჟიმში მხოლოდ Facebook-ის თანამშრომლები მონაწილეობენ. ტესტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის ჩაეშვება პროდუქტი.

პირველად ფეისბუქმა გაცნობის სერვისის შექმნა, ორი თვის წინ, დეველოპერების კონფერენცია F8-ზე დაანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები