LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა სარეკლამო ვიდეო სერვისის არეალი გააფართოვა

96

Facebook-მა სარეკლამო ვიდეოჩანართები დამატებით 21 ქვეყანაში აამოქმედა.

სოცქსელში ვიდეოს ყურებისას, მის თავში ან შუაში სარეკლამო ჩანართები რამდენიმე წამის ინტერვალით ჩნდება.

Facebook-ის სარეკლამო სერვისი აგვისტოში ხუთ ქვეყანაში – აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ამოქმედდა. ამჯერად კი ჩამონათვალს ევროპის, ლათინური და სამხრეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნებიც დაემატა.

როგორც Facebook-ის წარმომადგენელი განმარტავს, სერვისის ტესტირება თითქმის ორი წლის წინ დაიწყო.

მსგავსი სარეკლამო სერვისი რამდენიმე წელია მოქმედებს YouTube-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები